ოფიციალურად: ჯონი დეპი ჯეკ ბეღურას როლს აღარ შეასრულებს

ოფიციალურად: ჯონი დეპი ჯეკ ბეღურას როლს აღარ შეასრულებს

ოქტომბერში გავრცელდა ხმები, რომ კარიბის ზღვის მეკობრეების ახალ ვერსიაში მონაწილეობას აღარ მიიღებდა ჯონი დეპი.

ცოტა ხნის წინ ეს ინფორმაცია დაადასტურა დისნეიმ და განაცხადა, რომ ჯეკ ბეღურას როლს ნამდვილად აღარ შეასრულებს დეპი.

მეკობრეების ახალ ვერსიაზე დედპულის სცენარისტები რეტ რიზი და პოლ ვერნიკი იმუშავებენ.

დისნეიში ამბობენ, რომ მსახიობმა კაპიტან ბეღურას როლში თავი ამოწურა და უინტერესო გახდა.

"ჩვენ ახალი ენერგია გვჭირდება. ძალიან მიყვარს ეს ფილმი და ის, რაც რეტმა და პოლმა შემოგვთავაზეს, სრულიად განსხვავებული და ორიგინალურია", - ამბობს უოლტ დისნეის კინოსტუდიის პრეზიდენტი შონ ბეილი.

უცნობია ისიც, შესთავაზეს თუ არა კირა ნაიტლისა და ორლანდო ბლუმს, ფილმში დაბრუნება.

სტუდიის ამ დამოკიდებულებას დიდი პროტესტი მოჰყვა ფილმისა და უშუალოდ დეპის ფანების მხრიდან.