ვინ დაჩრდილა ქეით მიდლტონი ჯორჯის სკოლაში?

ვინ დაჩრდილა ქეით მიდლტონი ჯორჯის სკოლაში?

კემბრიჯის ჰერცოგი და ჰერცოგინია ყველანაირად  ზრუნავენ, რომ შვილებს ნორმალური ბავშვობა ჰქონდეთ. ქეითი და ჰარი პრინც ჯორჯს თავად აცილებენ სკოლამდე და ამაში ქეითისთვის არც მშობიარობას შეუშლია ხელი.  საინტერესოა, როგორია როცა შენი შვილის სკოლაში სამეფო ოჯახის წარმომადგენლები ჩნდებიან და ქეითის შესახებ ერთ-ერთმა მშობელმა სკანდალური განცხადება გააკეთა.

პრინცი ჯორჯი, რომელიც ცოტა ხნის წინ 5 წლის გახდა, სექტემბრიდან მოყოლებული ლონდონის ერთ-ერთ პრესტიჟულ სკოლაში დადის, თუმცა როგორც აღმოჩნდა ქეითი და უილიამი საზოგადოებისგან არ იღებენ იმ მოსალოდნელ ყურადღებას, რომელიც ყველას წარმოგვედგინა.

ერთ-ერთმა მშობელმა განაცხადა, რომ ქეითს სკოლაში ყურადღებას არავინ აქცევს, როცა ის ჯორჯს აცილებს.

„ჩვენთან ერთი მშობელი „ვიკტორია სეკრეტის“ მოდელია და ბავშვების მამიკოები მისით გაცილებით მეტად არიან დაინტერესებულები“ - აღნიშნა მან.

მშობელს არ დაუკონკრეტებია თუ რომელ მოდელზეა საუბარი.