"მის საქართველო 2018"-ის ვინაობა ცნობილია

საქართველოს ახალი ულამაზესი ტიტულის მფლობელი გოგონა ჰყავს. "მის საქართველო 2018" "რუსთავი 2"-ის პავილიონში ჩატარდა.

სილამაზის კონკურსს კომპანია "იმიჯ ცენტრი" 2003 წლიდან ატარებს.

შეიძლება უცნაურად მოგეჩვენოთ, მაგრამ "მის საქართველოს" კონკურსი ჩუმად ჩატარდა, კონკურსი დახურული იყო და ეთერში გასვლამდე არც გამარჯვებულის გამომჟღავნება სურდათ, თუმცა, თბილისში არაფერი იმალება.

"მის საქართველო 2018" ნინი გოგიჩაიშვილი გახდა.

ჟიურის შემადგენლობაში იყვნენ თათა სადრაძე, ია კიწმარიშვილი, გვანცა დარასელია და კონკურსის სპონსორი კომპანიების წარმომადგენლები.