ვგმობთ ყირიმში რუსეთის მიერ უკრაინის მოქალაქეების პოლიტიკურ დევნას - გაერომ ყირიმის თაობაზე ახალი რეზოლუცია მიიღო

ვგმობთ ყირიმში რუსეთის მიერ უკრაინის მოქალაქეების პოლიტიკურ დევნას - გაერომ ყირიმის თაობაზე ახალი რეზოლუცია მიიღო

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალურმა ასამბლეამ ყირიმში ადამიანის უფლებათა დარღვევის შესახებ რეზოლუცია მიიღო. რეზოლუციაში, რომლის სათაურიცაა "ყირიმის ავტონომიურ რესპუბლიკისა და ქალაქ სევასტოპოლში ადამიანის უფლებებთან არსებული სიტუაციის შესახებ", სასტიკად გმობს რუსეთის მიერ უკრაინის მოქალაქეების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნას და მოუწოდებს კრემლს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა დაკავებული, მათ შორის ქერჩის სრუტეში დატყვევებული მეზღვაურები.

დოკუმენტი კიდევ ერთხელ ადასტურებს ყირიმის ტერიტორიის ძალით მიტაცების ფაქტს და გმობს რუსეთის ქმედებებს აღნნიშნულ ტერიტორიაზე. რეზოლუციას ხმა 65 წევრმა ქვეყანამ მისცა, 27- წინააღმდეგი იყო.

ესენია რუსეთის ფედერაცია, სერბეთი, ირანი, ჩინეთი, სირია, სომხეთი, კუბა, ჩრდილოეთ კორეა, ბელორუსია, ყაზახეთი, ყირგიზეთი, მიანმა, ნიკარაგუა, სამხრეთ აფრიკა, სუდანი, ტაჯიკეთი, უგანდა, უზბეკეთი, ბოლივია, ბურუნდი, კამბოჯა, ჩადი, კომორის კუნძულები, ერიტრეა, ვენესუელა, ზიმბაბვე.