აშშ-ის მთავრობის

აშშ-ის მთავრობის "შათ-დაუნი" - ტრამპი არდადაგებს ფლორიდაში ვეღარ გაატარებს

მორიგი "შათ-დაუნის" გამო, აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპს და მის ოჯახს შობის დღესასწაულის გატარება ფლორიდის ნაცვლად ვაშინგტონში მოუწევს. როიტერის ცნობით, ტრამპმა ფლორიდაში ვიზიტი ოფიციალურად გააუქმა.

ამერიკის შეერთებული შტატების რიგმა ფედერალურმა სამსახურებმა მუშაობა გუშინ შეწყვიტეს. ამის მიზეზი დემოკრატების მიერ სენატში მექსიკის საზღვარზე უსაფრთხოების კედლის მშენებლობის შესახებ რეზოლუციის ჩაგდება გახდა. ასევე ვადა არ გაუგრძელდა 7 კანონს, რომელიც მთავრობის დაფინანსებას უზრუნველყოფდა.

პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ეს მდგომარეობა შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს.

"შათ-დაუნი" შიდა უსაფრთხოების, სატრანსპორტო, სოფლის მეურნეობის და იუსტიციის სამინისტროებს, სახელმწიფო დეპარტამენტს. ეროვნული პარკებიც იძულებული არიან შეწყვიტონ მუშაობა. აშშ-ის ისტორიაში დავის გადაწყვეტის ეს მეთოდი მხოლოდ ორჯერ იყო გამოყენებული: 2013 წელს დემოკრატებისა, ხოლო 2017 წელს - და რესპუბლიკელების მიერ.