რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში ავიაგამანადგურებლები გაგზავნა

რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში ავიაგამანადგურებლები გაგზავნა

რუსეთმა ანექსირებულ ყირიმში ათზე მეტი ავიაგამანადგურებელი გაგზავნა. ამის შესახებ ინფორმაციას  რუსული მედია ავრცელებს. SU-27 და SU-30-ის ტიპის მოიერიშეები სევასტოპოლთან ახლოს მდებარე ბელბეკის ბაზაზე გაგზავნეს.

ანექსირებულ ყირიმში ავიაგამანადგურებლების გაგზავნის გადაწყვეტილება კრემლში მოსკოვსა და კიევს შორის აზოვის ზღვაში ურთიერთობების დაძაბვის შემდეგ მიიღეს.

უკრაინის პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ განაცხადა, რომ მოსკოვი დონბასში შეჭრას აპირებს. თავის მხრივ, რუსულ მედიაში ვრცელდება ცნობა, რომ კიევი რუსეთის საზღვრის სიახლოვეს პროვოკაციას გეგმავს.

სიტუაცია ყირიმში 25 ნოემბრის შემდეგ დაიძაბა, როდესაც  რუსმა მესაზღვრეებმა სამი უკრაინული გემი და ეკიპაჟის 24 წევრი დააკავეს. ამის შემდეგ უკრაინამ საომარი მდგომარეობის რეჟიმი გამოაცხადა.