როგორ ვემშვიდობები გასულ წელს და ზედმეტ კილოგრამებს - თუ გული გულობს, მადისაღმძვრელი ქადა საერთოდ არ იჭმება!

როგორ ვემშვიდობები გასულ წელს და ზედმეტ კილოგრამებს - თუ გული გულობს, მადისაღმძვრელი ქადა საერთოდ არ იჭმება!

ხვალიდან დიეტას არ ვიწყებ. არც ორშაბათიდან. გადავწყვიტე, საერთოდ ამოვიღო ეს სიტყვა ჩემი ლექსიკონიდან, ნუ, თუ სტუმრად მყოფს საჭმელი არ მომეწონება, მაშინ ვიყო დიეტაზე. ბევრი ვიდიეტე თუ ცოტა, საბოლოო ჯამში, ცოტა დავიკელი და დავასკვენი: დროებითი დიეტა უშედეგოა.

რეალურად კი, კარგ ფორმაში ყოფნა ცხოვრების წესის შეცვლას მოითხოვს და რაციონიდან ისეთი პროდუქტების ამოღებას, როგორიცაა ჩემი საყვარელი ქიშმიშიანი ქადა. ჰოდა, გადავწყვიტე, დიეტების და, როგორც ბებია მეტყოდა ხოლმე, "მაიმუნობების" გარეშე დავიწყო სწორი კვება და ვარჯიში.

ასე რომ, ახალ წლამდე ჩემი საუზმე სადილი და ვახშამი მხოლოდ შემდეგი პროდუქტისგან მომზადდება. თქვენც იმავეს გირჩევთ:

ბრინჯი - სასურველია, ისე გავრეცხოთ, სახამებელი მთლიანად რომ მოშორდეს;

შვრია - მოხარშული და არა ცხელწყალდასხმული. სასურველია დიდი ზომის, ნაკლებდამუშავებული ჰერკულესი;

წიწიბურა - ვჭამოთ რამდენიც და როგორც გვინდა;

ვაშლი;

მოკლედ, ყველაფერი ნატურალური და დაბალკალორიული.