ცნობილი ვარსკვლავები, რომლებმაც მაღაზიები გაქურდეს

ცნობილი ვარსკვლავები, რომლებმაც მაღაზიები გაქურდეს

მსოფლიო შოუბიზნესის ვარსკვლავები, მიუხედავად იმ მდიდრული ცხოვრებისა, რომელიც მათ ნამდვილად არ აკლიათ, რამდენჯერმე ქურდობის მომენტში დააფიქსირეს.  როგორც ჩანს,  იქ ქონება, რომელსაც თითოეული მათგანი ფლობს, ზოგჯერ არ არის საკმარისი, რომ მათ უხერხული ქცევისგან შეიკავონ თავი. გადავხედოთ ვარსკვლავებს, რომლებმაც მაღაზიების გაქურდვით დაგვამახსოვრეს თავი.

უინონა რაიდერი

მსახიობი 2001 წელს ბევერლი ჰილზში დააპატიმრეს, რადგან მან 5500 დოლარის ოდენობის სამოსი და სამკაული მოიპარა.

ლინდსი ლოჰანი

მსახიობმა 2011 წელს სამკაულების მაღაზიიდან 2500 დოლარის ღირებულების ყელსაბამი მოიპარა.

მეგან ფოქსი

მსახიობმა აღიარა, რომ ტინეიჯერობის დროს ვოლმარტიდან თავის მოვლის საშუალებებს იპარავდა.

ბრიტნი სპირსი

მომღერალმა 2007 წელს მაღაზიიდან პარიკი მოიპარა და შემდეგ, ბენზინგასამართი სადგურიდან სანთებელაც წამოიღო.

სტეფანი პრატი

ტელევარსკვლავმა  2006 წელს 1300 დოლარის ოდენობის საქონელი მოიპარა Neiman Marcus-ის ტანსაცმლის მაღაზიიდან.

Kesha

მომღერლის შემთხვევაში საქმე სულ სხვაგვარად არის, როგორც მან აღნიშნა, ბავშვობაში, როცა ფინანსურად ძალიან უჭირდა საჭმელს იპარავდა.