ცნობილი მამაკაცები, რომლებმაც ასაკით უფროს ქალბატონებზე იქორწინეს

ცნობილი მამაკაცები, რომლებმაც ასაკით უფროს ქალბატონებზე იქორწინეს

თანამედროვე სამყაროში განსაკუთრებით ხშირია შემთხვევა, როცა ცოლ-ქმარს შორის ასაკობრივი სხვაობა მათ წარმატებულ ქორწინებას ხელს არ უშლის, როგორც აღმოჩნდა, უამრავი ცნობილი მამაკაცის რჩეული გამხდარა ასაკით გაცილებით უფროსი ქალბატონი, გადავხედოთ იმ მამაკაცების სიას, რომლებიც სტერეოტიპებს ამსხვრევენ.

ეშტონ კატჩერი - მსახიობმა პირველად 2005 წელს, 27 წლის ასაკში იქორწინა და მისი რჩეული 43 წლის დემი მური გახდა. წყვილი 2013 წელს დაშორდა.

ჰიუ ჯეკმენი - მსახიობმა 1996 წელს, 28 წლის ასაკში იქორწინა დებორა-ლი ფერნესზე, რომელიც მაშინ 41 წლის გახლდათ. ორივე მათგანისთვის ეს ქორწინება ერთადერთია.

პრინცი ჰარი - სასექსის ჰერცოგინია მეუღლეზე 3 წლით უმცროსია.

გაი რიჩი - ინგლისელმა სცენარისტმა 2000 წელს მადონაზე იქორწინა, რომელიც მასზე ათი წლით არის უფროსი. წყვილი ამჟამად გაშორებულია.

ნიკ ქენონი - ნიკ ქენონმა და მერაია ქერიმ 2008 წელს იქორწინეს, როცა ნიკი 28-ის, მერაია კი 40 წლის იყო. წყვილი ერთმანეთს 2016 წელს დაშორდა.