რუმინეთის ექსპრეზიდენტს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის ბრალი წაუყენეს

რუმინეთის ექსპრეზიდენტს კაცობრიობის წინაშე ჩადენილი დანაშაულებისთვის ბრალი წაუყენეს

რუმინეთის იუსტიციის ორგანოებმა ქვეყნის ექს პრეზიდენტს იონ ილიესკუს კაცობრიობის წინაშე ჩადენილ დანაშაულებისთვის ბრალი წაუყენეს.

Deutsche Welle-ს ცნობით, ბრალდება 1989 წლის დეკემბერში ანტიკომუნისტური ამბოხის პერიოდში სისხლიან მოვლენებს უკავშირდება.

პროკრატურის ცნობით, ნიკოლაე ჩაუშესკუს დიქტატურის დამხობის შემდეგ ილიესკუს მხარდაჭერილმა სამხედრო ზომებმა ხელი შეუწყო ძალადობას, რასაც 860-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.

ექსპრეზიდენტის გარდა სასამართლოს წინაშე წარდგებიან ასევე ქვეყნის ყოფილი პრემიერი ჯელუ ვოიკან-ვოიკულესკი და კიდევ 3 ბრალდებული.