ყოფილი დეპუტატი ხათუნა ხოფერია სოციალური ქსელის საშუალებით თავდაცვის ყოფილი მინისტრის ირაკლი ოქრუაშვილის განცხადებას ეხმაურება. ოქრუაშვილის თქმით ხელისუფლება ოპოზიციის მხარდაჭერის გამო მის დაკავებას გეგმავს.
“ახალი თემის აგორებას ჯახირობენ, პოლიტიკური რეპრესიების! და ეს ყველაფერი – მოლაპარაკების მაგიდასთან დასხდომის და საცუცნავის დასატყუებლად ხდება! ამდენი ოლია მათხოვარი ერთად იშვიათობაა! ოღონდ, ოლია ალალად მათხოვრობდა. ესენი ტიპობენ. ზუსტად ისეთი სიტუაციაა, როგორიც ერთ ანეკდოტში. ტიპს აუპატიურებენ და ამ დროს რაღაც ბლაგი საგანი მოხვდებათ ხელში. ეს ხანჯალი რად გინდაო?- ჰკითხავენ გაკვირვებულები – რა ვიცი, ვინმემ რამე რომ მაკადროს ხომ არ ვაპატიებო. ხანჯლებს მიაწექით, ხანჯლებს!”-წერს ხათუნა ხოფერია.