წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე გახდა

წლის საუკეთესო სპორტსმენი ლაშა ტალახაძე გახდა

თბილისის საკონცერტო დარბაზის „ივენთ ჰოლში“ საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის წლის შემაჯამებელი სხდომა და დაჯილდოვების ცერემონია გაიმართა, რომელზეც სპორტსმენები რამდენიმე ნომინაციაში დააჯილდოვეს.

საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის ვერსიით, წლის საუკეთესო ქართველ სპორტსმენად ძალოსანი ლაშა ტალახაძე დასახელდა.

რაც შეეხება სხვა ნომინაციებს -  საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენად აღიარეს მესამე ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების ჩემპიონი გიორგი ჩხიკვაძე (ბერძნულ-რომაული ჭიდაობა). 2018 წლის საუკეთესო სპორტსმენ ქალად დასახელდა ძალოსანი ანასტასია გოტფრიდი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. ზამთრის სპორტში გამოარჩიეს პერსპექტიული მოციგურავეების - მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილი.

შეგახსენებთ, ლაშა ტალახაძე წელს, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონი გახდა. თურქმენეთში გამართულ მსოფლიოს პირველობაზე მან ჯამში 474 კილოგრამი დაძლია და მსოფლიოს რეკორდი დაამყარა.