ჟურნალისტი ბაკურ სვანიძე გუშინ ზაზა სარალიძის პარლამენტში მისვლას და შს მინისტრის გამოსვლაზე დასწრებას აფასებს:
"იყო დრო, უახლოეს წარსულში, სხვათა შორის შვილმოკლული მამები და დედები პარლამენტში დასხდებოდნენ და მინისტრს მოუსმენდნენ კი არა,სახლიდან გამოსვლაც კი ძალიან საშიში იყო მათთვის! და მათი შვილების მკვლელები უბრალოდ “არასწორი ბრალდებით” კი არა იყვნენ გასამართლებული, არამედ “გულაობდნენ” და ცინიკურად იქცეოდნენ! მათ შვილებს კი მილიონ სიბინძურეს ტენიდნენ ადა აბრალებდნენ! დღეს შვილმოკლული მამა რომ პარლამენტში ზის, ეს არის სწორედ პლიუსი! და თან მისი შვილი ქუჩაში ჯგუფური ჩხუბის შედეგად მოკლეს! და ასეთი ტიპის გაუხსნელი მკვლელობები უამრავია მსოფლიოში!
“ქუჩაში დავინახე ზაზა და თვალი ვერ გავუსწორე!” ქვითინებენ კომენტარებში! რატომ ვერ გაუსწორე? იმიტომ, რომ არიქა და მთელი ქვეყანა არ დავაქციეთ მის გვერდით მყოფი მანიაკების მოთხოვნით? რა პოზაა ეს? გულისამრევები რომ ხართ ხვდებით? ამ საქმეზე 8 ადამიანი ციხეშია! გენერალური პროკურორი გადამდგარია! საგანაგებო კომისია შექმნილია! გამოძიება ჯერაც მიმდინარეობს! და ვაიმე, “თვალს ვერ უსწორებთ”? წადით მაშინ და ირინა ენუქიძის საფლავს გაუსწორეთ თვალი! და ია მეტრეველს ხომ უსწორებთ თვალს, მისი შვილის მკვლელობის თანამონაწილეები აქეთ რომ აგინებენ და ათას სიბინძურეს სწამებენ?”– წერს ბაკურ სვანიძე.