"გახარია გვამების მოტანას აშკარად არ ითხოვს" 

პარლამენტის ვიცე-სპიკერ ირმა ინაშვილმა შინაგან საქმეთა მინისტრის პარლამენტში გამოსვლას სოციალურ ქსელში მიმართვა მიუძღვნა:

"ორ გვამზე მონადირე მერაბიშვილის არ გვეშინოდა და მითუმეტეს, არ გვეშინია (ან რატომ უნდა გვეშინოდეს) გახარიასი, რომელიც გვამების მოტანას აშკარად არ ითხოვს. და კარგია, რომ არ ითხოვს! და, რასაც ვაკვირდები, არცაა გამსჭვალული ამ სულისკვეთებით. სისხლი, ცხედრები, დარბევა, ადამიანთა მოსპობა და განადგურება არ წყურია. სერიიდან: “გახარია პარლამენტში ოპოზიციის დასაშინებლად მოვიდა”. მე ვერ შემაშინა, სხვების არ ვიცი", – წერს ინაშვილი.