შს მინისტრმა “ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლები ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეზე პარლამენტის საგამოძიებო კომისიის საქმიანობის გამო კიდევ ერთხელ გააკრიტიკა და უმცირესობა საგამოძიებო კომისიის იდეის დაზიანებაში დაადანაშაულა.
“როდესაც თქვენ აიღეთ პასუხისმგებლობა სარალიძის საქმეზე, რომელიც აქ ყველაზე ღირსეულად იჯდა და ყველაზე ღირსეულად მოითმინა ის ყველაფერი, რაც აქ ხდებოდა - აქედან წამოგეღოთ უზარმაზარი პოლიტიკური დივიდენდები. იცოდეთ, რომ პასუხისმგებლობის აღებაც მოგიწევთ! მე ამას თქვენ პირდაპირ გპირდებით, გამომდინარე იქიდან როგორ, რა ფორმატში ჩაატარეთ საგამოძიებო კომისიის მუშაობა“, - მიმართა გიორგი გახარიამ “ევროპული საქართველოს“ წევრებს.