საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა ზაქარია ქუცნაშვილმა ოპოზიციონერ დეპუტატებს 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნების წინ მომხდარ ძალადობის ფაქტი გაახსენა, როდესაც მისი თქმით, მიხეილ სააკაშვილის დაცვის ყოფილმა უფროსმა, ნიკა მელიას წაქეზებით ქართული ოცნების თიანეთის შტაბის აქტივისტი სცემა, რომელსაც პლასტიკური ოპერაციის ჩატარება დასჭირდა.
ზაქარია ქუცნაშვილის განცხადებით, ოპოზიცია მხოლოდ იმ ფაქტებზე საუბრობს, რაც მის ინტერესებშია.