საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს, მიხეილ სააკაშილს “ფეისბუქის” პირდაპირ ეთერში ჩართვისას, სოციალური ქსელის მომხმარებელმა მიმართა: – “მიშა, უნდა ჩამოხვიდეთ, როგორც უკრაინაში ჩახვედით და ხალხმა გადაგიყვანათ საზღვარზე, მუხტი სჭირდება ხალხს პროტესტის მუხტი”.
აღნიშნულს სააკაშვილმა ასე უპუსუხა:
“მეგობრებო, ყველა მომენტს უნდა მომზადება. მომზადებას უნდა თითოეული თქვენგანის მუშაობა, ეს, “მოოოდი, მიშა ჩამოდი და ისა”… და? ჩვენი ამოცანა არის, ხალხი იყოს მზად, თავის ქვეყნის ბედი აიღოს საკუთარ ხელში”, – აღნიშნა საქართველოს ექს-პრეზიდენტმა.
მიხეილ სააკაშვილის განცხადებას “ტაბულა”-ს გენერალური დირექტორი “ფეისბუქის” პირად გვერდზე სარკასტული პოსტით გამოეხმაურა:
“თითოეულმა თქვენგანმა უნდა იმუშავოთ, რომ ამას გამზადებული ტახტი დაახვედროთ! აბა მზამზარეული მიშა რომ გინდათ, უშრომელად – ეგრე სადაა.
დაიმსახურეთ და ჩამოვა,” – წერს ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.