შინაგან საქმეთა მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, ოპოზიციასთან "ინტელექტუალური სპარინგი" უინტერესო გახდა. მინისტრმა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთ ლიდერს გიგა ბოკერიას მიმართა და აღნიშნა, რომ თუკი ოპოზიცია ასეთ ქმედებებს გააგრძელებს, "ქართული ოპოზიცია გაბრწყინდება".
"ყოჩაღ ბატონო გიგა, ასე გააგრძელეთ და ქართული ოპოზიცია გაბრწყინდება. თქვენთან ინტელექტუალური სპარინგიც კი უინტერესო გახდა", - განაცხადა გახარიამ.
შეგახსენებთ, დღეს შინაგან საქმეთა მინისტრი საკანონმდებლო ორგანოს წინაშე წარსდგა. გახარიამ 2018 წლის ანგარიში წარმოადგინა და იგი ამ წუთებში დეპუტატების კითხვებს პასუხობს.