ვის მიიჩნევს ბელა ჰადიდი ყველაზე ლამაზ ადამიანად?

ვის მიიჩნევს ბელა ჰადიდი ყველაზე ლამაზ ადამიანად?

22 წლის ამერიკელი მოდელი - ბელა ჰადიდი, რომელიც დამსახურებულად ითვლება ყველაზე მოთხოვნად და მაღალანაზღაურებად მოდელად, კიდევ ერთხელ მოხვდა Vogue-ის ობიექტივში. ბელამ პოპულარული გამოცემის 73 კითხვას უპასუხა, რომლებიც მის კარიერასა და პირად ცხოვრებას ეხებოდა.

ერთ-ერთი კითხვა, რომელიც მას ჟურნალისტმა დაუსვა იყო ის, თუ ვის მიიჩნევდა ბელა ყველაზე ლამაზ ადამიანად.

რა თქმა უნდა, მოდელმა  პასუხად მისი მეგობარი ბიჭი დაასახელა, რომელიც არ დუაკონკრეტებია, თუმცა უკვე რამდენიმე თვეა მას The Weeknd-ის სასცენო სახელით ცნობილ შემსრულებელთან აქვს რომანი.

როგორც აღმოჩნდა, სწორედ The Weeknd-ია ის ადამიანიც, რომელიც ბელას განწყობაზე ყველაზე დადებითად მოქმედებს.

ცხოვრების საუკეთესო საჩუქრად კი, სწორედ ამ სიყვარულს თვლის, რომელსაც აბელთან ერთად იზიარებს.