მეგან მარკლის პირველი საშობაო საჩუქარი დედოფალ ელიზაბეტს

მეგან მარკლის პირველი საშობაო საჩუქარი დედოფალ ელიზაბეტს

წელს მეგან მარკლი სამეფო ოჯახის წევრის ოფიციალური სტატუსით პირველად ხვდება  შობას. გასულ წელს ის წინასაშობაოდ ოჯახს ესტუმრა, თუმცა მაშინ  ის ჯერაც არ იყო დაქორწინებული პრინც ჰარიზე, წლევანდელი წელი კი განსაკუთრებული აღმოჩნდა მისთვის.

როგორც უცხოური მედია იუწყება, სასექსის ჰერცოგინიამ უკვე ახალი ოჯახის წევრებისთვის საშობაო საჩუქრების გადაცემა და მისი პირველი ადრესატი დედოფალი ელიზაბეტი გახდა.

მეგანმა დედოფლისთვის საყვარელი და ცოტათი სახალისო საჩუქარი შეარჩია და ის მუსიკალური ჰამსტერის სათამაშოთი გაანებივრა.

როგორც ოჯახის ინსაიდერების მეშვეობით გაირკვა, საჩუქარმა დედოფალი გაახალისა და საკმაოდ ასიამოვნა.