ცნობადი და პოპულარული ადამიანები ხშირად არამხოლოდ თავის ქვეყანაში, არამად საზღვრებს გარეთაც ხვდებიან ყურადღების ცენტრში და ხშირად იქმნება სხვადასხვა ეროვნების მქონე ადამიანების ოჯახი. თუ ევროპისა და აშშ-ში ეს უკვე აღარავის უკვირს, საქართველოში ეს არც ისე ხშირია და ამ შემთხვევაში წყვილი აქტიური განხილვის თემა ხდება.გაგაცნობთ ცნობილ ქართველ ქალბატონებს, რომლებმაც მეუღლეებად უცხოელი მამაკაცები აირჩიეს.
ნინო მაჩაიძე - ცნობილი ქართველი სოპრანო. ცხოვრობს მილანში. დაქორწინებულია ბარიტონ Guido Loconsolo-ზე.
თაკო გაჩეჩილაძე - მისი რჩეული ბულგარელი მუსიკოსი ბორისლავ მილანოვია. წყვილი ცოტა ხნის დაქორწინდა, ახლა ვენაში ცხოვრობენ და უკვე პატარას მოლოდინში არიან.
ნუკი კოშკელიშვილი - ის დაქორწინებულია ამერიკელ ექიმზე ბენ ჩეიმზე. ერთმანეთი ინტერნეტით გაიცნეს, მოგვიანებით ნუკი ნიუ-იორკში გადავიდა საცხოვრებლად. წყვილს უკვე პირველი შვილიც ჰყავთ.
ქეთი მელუა - ბრიტანეთში მოღვაწე ქართველი მომღერალია, რომელიც 2012 წელს ცოლად გაჰყვა ინგლისელ ყოფილ მოტომრბოლელ და ამჟამად მომღერალსა და მუსიკოს James Michael Toseland-ს.
ქეთა თოფურია - ქეთა თოფურია 2005 წლიდან რუსეთში მოღვაწეობს. ამიტომ ალბათ მისი უცხოელთან ქორწინებაც არავის გაკვირვებია. ქეთა ბიზნესმენ ლევ გეიხმანზე იყო დაქორწინებული მაგრამ წყვილი უკვე დაშორდა.
თამარ გვერდწითელი - ქართველი მომღერალი, რომელიც დიდი ხანია რუსეთში მოღვაწეობს. მას 3 ქმარი ჰყავდა, მათ შორის 2 უცხოელი. მეორე ქმარი დიმიტრი ადვოკატი იყო. გარდაიცვალა მოულოდნელად გულის შეტევით. 2001 წელს თამარი დაქორწინდა სერგეი გიორგის-ძე ამბატიელოზე. ის არის კარდიოქირურგი, თუმცა ისინი 2005 წელს განქორწინდნენ.