დალიეთ ეს სასმელები ძილის წინ და დაიკელით წონაში

დალიეთ ეს სასმელები ძილის წინ და დაიკელით წონაში

წელიწადის ნებისმიერ დროს კარგია წონის შენარჩუნებაზე ზრუნვა, მაგრამ ზოგიერთ სადღესასწაულო თარიღებში, წონის გაკონტროლება გარკვეულ სირთულეებთან არის დაკავშირებული. ექსპერტები რეკომენდაციას უწევენ ბალანსირებულ კვებას, რაც გულისხმობს, ჯანსაღ კვებას, რომლის დროსაც მივირთმევთ ყველაფერს ზომიერების ფარგლებში. თუკი ასეთი კვების რეჟიმს გარკვეული სასმელების მიღებას დავამატებთ, სასურველი შედეგი მალევე დადგება.

რძე, კორტიზოლის დონის შემცირებისთვის

დედებისთვის და ბებიებისთვის უჩვეულო არაა დაწოლის წინ ერთი ჭიქა თბილი რძის დალევა. რაც უკეთ დაძინებას უწყობს ხელს. ორგანიზმში მცირდება კორტიზოლის დონე, სხეული უკეთესად მეტაბოლიზდება, რაც თავისთავად ხელს უწყობს წონაში კლების პროცესს. რძე აგრეთვე, ხელს უწყობს ამინომჟავა ტრიფტოპანს, რაც პირდაპირ კავშირშია რელაქსაციასთან. ესაა პროტეინებით მდიდარი საკვები პროდუქტი, რომელიც ხელს უწყობს კუნთების ჩამოყალიბებას, ცხიმების დაგროვებას.

პროტეინების მიღება ცხიმების დასაწვავად

დაძინებამდე მცირე რაოდენობით ცილების მიღება თავიდან აგაცილებთ ღამით მაცივართან სტუმრობას, ან გამოღვიძებას შიმშილის გრძნობის გამო. ზოგიერთმა კვლევის, მაგალითად, British Journal of Nutrition - ის მიხედვით, დაწოლამდე ცილებით გამდიდრებული პროდუქტების მირთმევა, ხელს უწყობს მეტი კალორიის დაწვას ძილის განმავლობაში. ეს შეიძლება იყოს კეფირი პატარა ჭიქით - პრობიოტიკებით გამდიდრებული და მარტივად გადასამუშავებელი პროდუქტი.

სოიოს სასმელი

სოიოში 2,5 ჯერ უფრო მეტი ცილაა, ვიდრე ხორცში. მდიდარია იზოფლავონებით, ფიტოესტოგენებით და ფოსფოლიპიდებით, რომლებიც წმენდენ ღვიძლს. საღამოს სოიოს სითხის სახით მიღება ესტროგენის დონეს მნიშვნელოვნად ამაღლებს. მეორე მხრივ, ამ სასმელში არის ტრიფტოფანის მაღალი შემცველობა, რომელიც ძროხის რძის მსგავსად, ეხმარება კორტიზოლის თავიდან აცილებას.

თბილი ან ცხელი წყალი, ტოქსინების აღმოფხვრისთვის

მიუხედავად იმისა, რომ წყალი წონაში არ აკლებინებს, ხელს უწყობს მადის დაქვეითებას, ტოქსინების აღმოფხვრას და მონელების გაუმჯობესებას. კოჭას და ბულგარულ წიწაკას წყლის დამატებით და ასეთი სახით მირთმევით, დეტოქსიკაციის პროცესს ჩავიტარებთ, რაც გულისხმობს, ორგანიზმიდან ცხიმების და ტოქცინების გამოყოფას.

დარიჩინის ნაყენი კალორიების დაწვისთვის

დარიჩინის ნაყენი, დამატებული ლიმონით და თაფლით, კარგად ცნობილი გასახდომი დიეტაა. ის ასევე ხელს უწყობს სისხლში შაქრის დონის შემცირებას, ქოლესტერინის მომატებულ რაოდენობას. ხელს უშლის ორგანიზმში ცხიმის დაგროვებას, განსაკუთრებით მუცლის არეში. თავის მხრივ, ლიმონი ძლიერი, ბუნებრივი ანტიოქსიდანტია და ზრდის ცხიმის წვას. ასეთი ნაყენის მწვანე ჩაისთან ერთად დალევა მშვიდი ძილის გარანტიაა.

ალოე ვერას წვენი - დეტოქსიკაციისთვის

ალოე ვერას წვენი აღადგენს და აუმჯობესებს ნივთიერებათა ცვლის პროცესს ყველა ორგანოში. გამოდევნის ორგანიზმიდან ტოქსინებს, სპობს ბაქტერიებს, ხელს უწყობს უჯრედების განახლებას, აახალგაზრდავებს. უმჯობესია თუ უკვე გამზადებულ წვენს შევიძენთ, რადგან მის მოსამზადებლად საჭიროა წინასწარ გარკვეული პროცედურების ჩატარება.

კიტრის წვენი -ანტიოქსიდანტებით მდიდარი

კიტრში წყალი დიდი რაოდენობითაა და ძალიან მდიდარია ანტიოქსიდანტებით. ინულინის მაღალი შემცველობის გამო კიტრის წვენი ხელს უწყობს ნახშირწყლების მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას. გამოიყენება კოლიტის დროს, არეგულირებს კუჭის მოქმედებას.