მონიკა ბელუჩი 36 წლის საყვარელთან კოცნისას

მონიკა ბელუჩი 36 წლის საყვარელთან კოცნისას "გამოიჭირეს"

54 წლის მონიკა ბელუჩი, ვენსან კასელთან დაშორების შემდეგ, დიდი ხანი არ ახდენდა საკუთარი ცხოვრების აფიშირებას.

მაგრამ ბოლოს და ბოლოს პრესამ მოახერხა და უმშვენიერესი ვარსკვლავი ახალ სიყვარულთან ერთად „გამოიჭირა“.

გამოცემების ცნობით, მონიკა ბელუჩის საყვარელი მამაკაცი 36 წლის მხატვარი ნიკოლაი ლეფევრია.

36 წლის მხატვარს პარიზში საკუთარი სამხატვრო სტუდია აქვს და 6 წლის შვილი ჰყავს.

ყვითელი პრესის ცნობით, წყვილის ურთიერთობა ზაფხულში დაიწყო. ისინი მალე დაქორწინებასაც გეგმავენ.