ვალერი მელაძემ და ალბინა ჯაბანაევამ შვილი პირველად გამოაჩინეს

ვალერი მელაძემ და ალბინა ჯაბანაევამ შვილი პირველად გამოაჩინეს

ალბინა ჯაბანაევასა და ვალერი მელაძის წყვილი ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. წყვილმა 2014 წელს იქორწინა და მას შემდეგ მუდმივად პაპარაცების ყურადღების ცენტრშია.

ისინი ხშირად არ ჩნდებიან საზოგადოებაში ერთად, მაგრამ პაპარაცებს ვერაფერს გამოაპარებ.

ალბინას და ვალერის საერთო შვილი, 4 წლის ლუკა მელაძე ჰყავთ. იგი აქამდე სახალხოდ არავის უნახავს, თუმცა, წყვილმა ტრადიციას უღალატა და პატარა გამოაჩინა.

აშკარაა, რომ ისევე როგორც ბავშვების უმეტესობას, ფოტოობიექტივის წინ პოზირება არც ლუკას უყვარს, ამიტომ ის ცდილობს კადრში არ მოხვდეს.

ვალერი მელაძეს პირველ ქორწინებაში ორი შვილი ჰყავს. მისი და ირინა მელაძის ოჯახი სკანდალურად დაინგრა. მილიონერი მომღერლის პირველ ცოლს სურდა ოჯახის შენარჩუნება, მაგრამ მელაძემ მაშინ განაცხადა, რომ მათ შორის ყველაფერი დამთავრდა და ცოლს მაინც გაეყარა.