მიშელ ობამა გადაცემაში დემნა გვასალიას 4 000 დოლარად შეფასებული ჩექმით მივიდა

მიშელ ობამა გადაცემაში დემნა გვასალიას 4 000 დოლარად შეფასებული ჩექმით მივიდა

აშშ-ის ყოფილი პირველი ლედი მიშელ ობამა სარა ჯესიკა პარკერთან გადაცემაში საკუთარ წიგნზე სასაუბროდ Bალენციაგა-ს 4 ათას დოლარად ღირებული ჩექმით და ყვითელი კაბით მივიდა. ამის შესახებ ინფორმაციას Daily Mail ავრცელებს.

კაბა Balenciaga-ს 2019 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციიდან არის. რომლის კრეატიული დირექტორი ქართველი დიზანერი დემნა გვასალიაა. ბრჭყვიალა ჩექმამ სოციალურ ქსელებში დიდი გამოხმაურება გამოიწვია.

სოციალური ქსელების მომხმარებლები მიშელ ობამას ჩაცმულობას დადებითად აფასებენ.