ასტროლოგებსა და ნუმეროლოგებს სჯერათ, რომ ადამიანებისთვის კონკრეტულ ციფრებსა და რიცხვებს ბედნიერების მოტანა შეუძლიათ. ვნახოთ, 2019 წელს რომელი ციფრები და რიცხვები მოგიტანენ წარმატებას ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით.
ვერძი - ვერძებო, 2019 წელს ბედნიერებას მოგიტანთ ციფრი - 1. თქვენ ლიდერი ხართ, პირველობა გიყვართ. ეს ციფრი კი, თქვენს ლიდერულ ბუნებას ყველაზე მეტად შეესაბამება.
კურო - 2019 წელს წარმატებას და ბედნიერებას ელოდეთ ყველაფრისგან, სადაც ციფრი ორია გარეული.
ტყუპები - თქვენთვის ბედნიერების მომტანია ციფრი - 5. ნუმეროლოგიაში ხუთიანი კომუნიკაციასთან, ურთიერთობებთან არის დაკავშირებული და თქვენ, როგორც შთამბეჭდავი კომუნიკაციის უნარის მქონეს, სწორედ ეს ციფრი მოგიტანთ წარმატებასა და ბედნიერებას.
კირჩხიბი - ბედნიერების მომტანი იქნება - 7. ეს ციფრი ნუმეროლოგიაში მთვარეს უკავშირდება. მთვარე კი, თქვენს ზოდიაქოს ნიშანს განაგებს.
ლომი - რიცხვი, რომელიც წარმატების გზას გიჩვენებთ და ბედნიერებას მოგიტანთ, არის - 89. ის გაპოვნინებთ სიმართლეს და დაგაძლევინებთ სირთულეებს.
ქალწული - წარმატების მომტანი იქნება ციფრი - 5. ეცადეთ, რომ მნიშვნელოვანი საქმეები 5-ში დაგეგმოთ, ხუთ დღეში მოაგვაროთ, კვირის მეხუთე დღეს, ან ხუთ საათზე გააკეთოთ.
სასწორი - ციფრი 6 მოგიტანთ წარმატებას, ბედნიერებას და ბალანსს გაპოვნინებთ. ეცადეთ, რომ ეც ციფრი 2019 წელს თქვენს ცხოვრებაში დომინირებდეს.
მორიელი - მორიელებო, თქვენთვის 2019 წელს ბედნიერების მომტანი იქნება ციფრი - 7.
მშვილდოსანი - ხუთიანი 2019 წელს თქვენი ბედნიერების ციფრი იქნება. ყველაფერი, რაც ხუთს უკავშირდება წარმატებას მოგიტანთ. შესაძლოა, რომელიმე თვის ხუთში ჯეკ-პოტიც კი მოიგოთ.
თხის რქა - თქვენთვის 2019 წელი ცვლილებების წელი უნდა იყოს, ნუმეროლოგიაში კი, ცვლილებებს 17-ს უკავშირებენ. ამიტომაც, 17 თქვენი ბედნიერების რიცხვი იქნება.
მერწყული - თქვენ ფინანსური თვალსაზრისით გელოდებათ გამოწვევები და ამ კუთხით წარმატების მომტანი რიცხვი 31 იქნება.
თევზები - ნუმეროლოგები ამბობენ, რომ ადამიანთა მგრძნობიარე ბუნებას ყველაზე მეტად 11 უკავშირდება. თევზები კი, ყველაზე მგრძნობიარე ნიშანია. სწორედ ამიტომ მიიჩნევენ, რომ ბედნიერების მომტანი თქვენთვის 2019 წელს 11 იქნება.