2018 წლის 10 ყველაზე სექსუალური და მომხიბვლელი მამაკაცი

2018 წლის 10 ყველაზე სექსუალური და მომხიბვლელი მამაკაცი

ინტერნეტ გამოკითხვის შედეგად სოციალური ქსელების მომხმარებლებმა 2018 წლის მსოფლიოს 100 ყველაზე მომხიბვლელი და სექსუალური მამაკაცი გამოავლინეს. ასეულის შედგენაში არ მიუღია მონაწილეობა ჟიურის. ის სრულად ემყარება სოციალური ქსელების მომხმარებლების ხმებს.

წარმოგიდგენთ პირველ ათ ყველაზე მომხიბვლელ მამაკაცს.

მაიკლ ბი ჯორდანი, მსახიობი - განსაკუთრებული პოპულარობა მოიპოვა Fruitvale Stationსა და Creed-ში შესრულებული როლებით. პოპულარობის გარდა, მან მაყურებლის სიყვარულიც დაიმსახურა და 2018 წლის ყველაზე სიმპათიურ მამაკაცებს შორის ის მეათე ადგილს იკავებს.

ჩაათაი ულუსოი, მსახიობი - ეს თურქი მსახიობი მთელ მსოფლიოში დიდი პოპულარობით სარგებლობს. თურქული სერიალების მაყურებელ ქართველებს კი ის განსაკუთრებით უყვართ. 2018 წელს ჩაათაი ულუსოი „ნეტფლიქსმაც“ გადაიღო ახალ სერიალში.

ჰენრი კავილი, მსახიობი - ჰენრის ჰოლივუდის ყველაზე უიღბლო მსახიობად მიიჩნევენ, რადგანაც ძალიან ხშირად მის შესასრულებელ როლებს სხვებს აძლევდნენ ხოლმე. თუმცა ასე ხდებოდა მანამდე, სანამ არ ითამაშა ფილმში Batman v Superman:: Dawn of Justice. მსახიობი საუბრობს 4 ენაზე და აქტიურად იცავს ცხოველთა უფლებებს.

უილიამ ლევი, მსახიობი - უილიამი ასეთ სიაში ბოლო წლებში ყოველთვისაა, თუმცა ამჯერად ის ტოპ ათეულში მოხვდა. კოლუმბიელი მსახიობი მთელ მსოფლიოში პოპულარულია და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.

ტონი მაჰფუდი, მოდელი - ის სირიული წარმოშობის გერმანელი მოდელია. მომხიბვლელთან ერთად ტონი შესანიშნავი და ნიჭიერი ფოტოგრაფია. სწორედ თავისი გარეგნობისა და შთამბეჭდავი ფოტოების წყალობით მოდელს „ინსტაგრამზე“ 3,5 მილიონი გამომწერი ჰყავს და წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს სხვადასხვა წამყვან მოდის სახლებთან.

მარლონ ტეიშეირა, მოდელი - მარლონი ბრაზილიიდანაა. საკუთარ თავს ზარმაც ბიჭს უწოდებს, რომელსაც სამყაროში სერფინგზე მეტად არაფერი უყვარს. როდესაც 16 წლის იყო, მარლონი ბებიამ მეგობრის სამოდელო სააგენტოში მიიყვანა და თინეიჯერი მოდის ჩვენებისთვის შეარჩიეს. სწორედ მაშინ დაიწყო წარმატებული სამოდელო კარიერა.

მაქსი იგლესიასი, მსახიობი - სანამ მსახიობი გახდებოდა, მანამდე მაქსი DJ იყო და საკმაოდ წარმატებულიც. წარმატება მოუტანა ფილმმა Fisica o Quimica. მაქსის ოცნებაა, რომ ფილმში თავის საყვარელ მსახიობთან, ხავიერ ბარდემთან ერთად ითამაშოს.

ჯეიმი დორნანი, მსახიობი - განსაკუთრებით პოპულარული ის „გრეის 50 ელფერის:“ ეკრანზე გამოსვლის შემდეგ გახდა და მთელ მსოფლიოში უამრავი თაყვანისმცემელი შეიძინა. დორნანი მომხიბვლელი და სექსუალური მამაკაცების სიაში მესამე ადილს იკავებს.

ზეინ მალიკი, მომღერალი - ზეინი წარმოშობით პაკისტანელია. ის ბავშვი იყო, როდესაც ოჯახი პაკისტანიდან ბრიტანეთში გადაცხოვრდა. ბავშვობაში უყვარდა ბითბოქსი და რეპი. 17 წლის ასაკში X Factor-ის მონაწილე გახდა და სწორედ ამ პერიოდიდან იწყება წარმატებული მუსიკალური კარიერა. ჯერ მღეროდა ჯგუფში One Direction, ხოლო შემდეგ სოლო კარიერა განაგრძო.

კიმ ტე ჯუნგი, მომღერალი - პირველ ადგილს სამხრეთ კორეელი მომღერალი იკავებს, რომელზეც ამბობენ, რომ ანგელოზს ჰგავს. მომღერლის სასცენო სახელია „ვი“. ის ძალიან ემოციური და გულწრფელი ადამიანია, რის გამოც უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.