"შენ საკმარისზე მეტი ხარ" — მიშელ ობამამ თავის ახალგაზრდა ვერსიას ემოციური წერილი მისწერა

ძალიან რთულია სრულყოფილი ადამიანის წარმოდგენა, მაგრამ როცა მიშელ ობამას უყურებ, რთულია ნაკლი აღმოაჩინო.

ალბათ გაგიკვირდებათ, როცა გაიგებთ, რომ ამერიკის ყოფილ პირველ ლედის ახალგაზრდობაში საკუთარი თავის მიმართ ეჭვები გააჩნდა.

სწორედ ამ ეჭვებსა და კითხვებს პასუხობს მიშელი წერილში, რომელიც ცოტა ხნის წინ, CBS-ის სატელევიზიო შოუს Note to Self-ს გაუზიარა. წერილი მის სტუდენტობისდროინდელ მე-ს ეძღვნება.