რა საჩუქარი მიიღო მეგან მარკლმა დედოფალი ელიზაბეტისგან?

რა საჩუქარი მიიღო მეგან მარკლმა დედოფალი ელიზაბეტისგან?

როგორც ჩანს,  მომავალი წელი მეგან მარკლისთვის კიდევ უფრო საქმიანი იქნება, რასაც დედოფალი ელიზაბეტის მიერ მისდამი გაკეთებული საჩუქარიც მოწმობს.  წინასაშობაოდ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დედოფალი  მას საკუთარი პატრონაჟის ქვეშ მყოფი ორგანიზაციებიდან ერთ-ერთს გადასცემს.

აღსანიშნავია, რომ დედოფალი ამჟამად 600-მდე ორგანიზაციას ხელმძღვანელობს და ეს ძღვენი ახალი რძლისადმი ამ რიცხვთან შედარებით არაფერია, თუმცა ფაქტმა მაინც გაახარა გულშემატკვრები, რომლებსაც ბოლო დროს ხშირად ესმით ოჯახის წევრთა შორის არსებული დაძაბული კონფლიქტების შესახებ საუბრები.

ჯერჯერობით არ არის ცნობილი, თუ რა იქნება მეგან მარკლის საქმიანობის სფერო, მაგრამ ის ცნობილია საქველმოქმედო საქმიანობებსა და გაერთიანებული ერების მოხალისეობრივ პროგრამებში მონაწილეობით, შესაბამისად ჰერცოგინია რაიმე მსგავს საქმეს მოჰკიდებს ხელს.

ერთ-ერთი მოსაზრებით კი, მეგანი მშობიარობის შემდეგ, ფემინისტურ საქმიანობას განაგრძობს.