რატომ თქვეს უარი პრინცმა ჰარიმ და მეგანმა შობის უილიამთან და ქეითთან ერთად გატარებაზე?

რატომ თქვეს უარი პრინცმა ჰარიმ და მეგანმა შობის უილიამთან და ქეითთან ერთად გატარებაზე?

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის შესახებ კიდევ ერთი სკანდალი აგორდა, ამჯერად საქმე შობის მოახლოებულ დღესასწაულს ეხება, რომლისთვისაც პრინცმა ჰარიმ და მეგან მარკლმა სამეფო ოჯახისგან მიიღეს შეთავაზება, რომ დღე უილიამთან და ქეითთან ერთად გაეტარებინათ.

სამეფო ოჯახი შობას ტრადიციულად ნორფოლკის საგრაფოში გაატარებს, თუმცა როგორც The Sun-ის გამოცემა წერს,  ახალდაქორწინებულმა წყვილმა სამეფო ოჯახის ტრადიციაზე უარი თქვა.

მიზეზი კი, წყვილის განსხვავებული გეგმაა - ისინი აპირებენ დღესასწაული დედოფალი ელიზაბედის რეზიდენციაში გაატარონ, რომელიც უილიამისა და ქეითის სახლიდან 8 კილომეტრში მდებარეობს.

ამ ფაქტს თავისებური ახსნა მოუძებნეს ტაბლოიდებმაც, ისინი ამ სიტუაციის მიზეზად ქეითისა და სასექსის ჰერცოგინიას შორის არსებული დაძაბული ურთიერთობაა.

ერთ-ერთი უსიამოვნება, რომელიც სამეფო ოჯახის ინსაიდერმა გაავრცელა, გახლავთ შემთხვევა, როცა მეგანის უხეშმა მოპყრობამ  ქეითის მოსამსახურისადმი, კემბრიჯის ჰერცოგინია გაანაწყენა.