ნიკოლას კეიჯი აბობოქრდა

ნიკოლას კეიჯი აბობოქრდა

ცნობილი ამერიკელი კინომსახიობი ნიკოლას კეიჯი თავშეუკავებელ პერსონაჟებს ხშირად თამაშობს.

ალბათ გაგიკვირდებათ და ბატონი ნიკოლასი რეალურ ცხოვრებაშიც გაუწონასწორებელი ადამიანი ბრძანდება.

ცოტა ხნის წინ კეიჯი რუმინეთში იმყოფებოდა და უსიამოვნო ისტორიაში გარეული აღმოჩნდა.

ქალაქ ბექარესტის ერთ-ერთმა მაცხოვრებელმა სახელგანთქმული მსახიობი ერთ-ერთ ქუჩაზე აღმოაჩინა. კეიჯი მის გარშემო მყოფ ადამიანებს, რომელთა შორის იყვნენ მისი პირადი მცველი და მეუღლე, გონს გადასული უყვიროდა.

ნიკოლასი გააფრთებული მხეცივით აწყდებოდა იქეთ-აქეთ, ხელებს იქნევდა და ხმამაღლა ყვიროდა - მოითხოვდა არავინ მიკარებოდა და მის მიმართ პატივისცემა გამოეჩინათ. ბოლოს და ბოლოს კეიჯი თავის მანქანასთან მივიდა და, სანამ ჩაჯდებოდა, ამაყად განაცხადა: „მზად ვარ მოვკვდე საკუთარი ღირსების დასაცავად.“

რუმინეთის დედაქალაქის მკვიდრმა ეს სცენა საკუთარი ვიდეოკამერით გადაიღო და ბუქარესტის ტელევიზიებს გადასცა. მეორე დღეს მსახიობს ბოდიშის მოხდა მოუწია და აღნიშნა, რომ პირადი მიზეზის გამო ცუდ ხასიათზე ბრძანდებოდა.