სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას პატრიარქი დაესწრება

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციას პატრიარქი დაესწრება

საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი მეხუთე პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება. ამის შესახებ ინფორმაციას "პრაიმტაიმი" ავრცელებს.

საქართველოს ახლადარჩეული პრეზიდენტის ინაუგურაცია თელავში, 16 დეკემბერს გაიმართება. სალომე ზურაბიშვილი ფიცს ერეკლე მეფის სასახლის ეზოში დადებს. ინაუგურაცია 15:00 საათზე დაიწყება და 40 წუთის განმავლობაში გაგრძელდება. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ზურაბიშვილის ინაუგურაციას მსოფლიოს 55 ქვეყნის 150-მდე წარმომადგენელი დაესწრება.