პუბლიცისტი თაკო ჩარკვიანი საქართველოს პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას შვილების შიმშილობის დაწყებას ეხმაურება:
"ახლა ვუყურე კოკო და ცოტნე გამსახურდიას, შიმშილობენ პროკურატურასთან, მართლა რა გახდა - პრინციპის და ღირსების საქმეა, დამოუკიდებელი საქართველოს პრეზიდენტის მკვლელობაა, (მითუმეტეს, რომ გამოიკვეთა უშიშროების მაღალჩინოსანის გვარი), სირცხვილია ამდენი ხანი გამოუძიებელია და, თან ხანდაზმულობის ვადა იწურება, როგორც შევიტყვე. სირცხვილია, რაც მაშინ რუსთაველზე დაგვემართა და სირცხვილია, რაც ამდენ ხანს გრძელდება, გამოსაძიებელია ეს საქმე, მართლა ღირსების საქმეა,თუ რა თქმა უნდა, ისევ "კარგად ნაცნობი" სახეები არ შეუშლიან ხელს!!!!" - წერს თაკო ჩარკვიანი.