ლეიბორისტული პარტიის ყოფილი და ამჯერად მემარცხენე ალიანსის ერთ-ერთი ლიდერი კახა ძაგანია შალვა ნათელაშვილს სოციალური ქსელის მეშვეობით მიმართავს.
“შალიკო ასე რამ გაგამწარა, ახლა აპატურაის გადასწვდი და ”ყურპანტურაი” შეარქვი! უწმინდესი და უნეტარესი პატრიარქიც ვინ მოთვლის მერამდენედ გალანძღე! რამ გაგაცოფა ასე? ვიცი პრეზიდენტობა გინდოდა ძალიან, ამ მიზნით აშშ სენატშიც ბევრი იძრომიალე, ძვირფასი საჩუქრებიც არ დაიშურე, პუტინთანაც ბევრი ”უსტარი” აფრინე და რუსეთის საელჩოშიც ბევრს დაძვრებოდი, მაგრამ როგორც ხედავ ყველამ ნაძვის ხეზე დაგიკიდა! ეს იმიტომ რომ ქართველი ხალხი ჭკვიანია და ბრძენი, მობეზრდათ გიჟების დოღი ქვეყანაში! შენ კი გირჩევ ან ვენის ბინაში დაისვენე ან კალიფორნიის ვილაში, ფული შენ არ გაკლია და ოქრო-ბრილიანტი! რაც შეეხება შენს დაცლილ-დაშლილ პარტიას, რომელიც ერთ დროს მართლა ქუხდა, მაგას ლეილაც კარგად მიხედავს, რამოდენიმე ”მდედრიონ-ლამაზმანთან” ერთად! “ – წერს კახა ძაგანია.