თენგიზ ფხალაძე: მეც თქვენთან ერთად მივდივარ, მადლობა ბატონო პრეზიდენტო

თენგიზ ფხალაძე: მეც თქვენთან ერთად მივდივარ, მადლობა ბატონო პრეზიდენტო

დიდი კომფორტი და პატივი იყო თქვენთან მუშაობა! ყველას გისურვებთ წარმატებებს, - ამ სიტყვებით ემშვიდობება თანამშრომლებს პრეზიდენტის მრჩეველი თენგიზ ფხალაძე.

თენგიზ ფხალაძე სოციალურ ქსელში პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილს  მადლობას უხდის ნდობისთვის.

„ა.წ. 16 დეკემბერს პრეზიდენტ გიორგი მარგველაშვილის ვადის დასრულებასთან ერთად იწურება  ჩემი უფლებამოსილებაც.  მოხარული ვარ, რომ მქონდა შესაძლებლობა,  აქტიურად ვყოფილიყავი ჩართული სამშობლოს სამსახურში. მუშაობისას სამი რამაა მთავარი: იდეა, რომელსაც ემსახურები, თავისუფალი აზროვნების შესაძლებლობა და გუნდი, რომელიც ჩანაფიქრის რეალიზების საშუალებას გაძლევს. ეს ყოველივე ნამდვილად მქონდა ამ წლების განმავლობაში. მადლობა ბატონ პრეზიდენტს ნდობისა და ამ შესაძლებობისათვის. მადლობა ადმინისტრაციის თანამშრომლებს - პროფესიონალთა არაჩვეულებრივ გუნდს, რომელთა გარეშზეც ვერეფერს მივაღწევდი.  მადლობა ჩემს მეგობრებსა და კოლეგებს თანადგომისა და მხარდაჭერისათვის. სწორედ ამ ერთიანობამ და თანამშრომლობამ არაერთი მნიშვნელოვანი წარმატება მოუტანა ჩვენს სამშობლოს. მართლაც დიდი კომფორტი და პატივი იყო თქვენთან მუშაობა! ყველას გისურვებთ წარმატებებს“, -  წერს თენგიზ ფხალაძე.

შეგახსენებთ, 16 დეკემბერს, ახალი პრეზიდენტის ფიცის დადების შემდეგ, გიორგი მარგველაშვილს საპრეზიდენტო უფლებამოსილება შეუწყდება.