საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტზე დაწერა, რომ ის ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან. აღნიშნული კომენტარი კი მას შემდეგ გააკეთა, რაც ცნობილი გახდა, რომ ის სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაციაზე ჩამოდის.
„მას შემდეგ, რაც პრეზიდენტი აღარაა, ნიკოლა სარკოზი ბოლო წლებში ჩადის ყველგან, სადაც ფულს გადაუხდიან. განსაკუთრებით ხშირად ფულს უხდიან რუსები, რუსეთის ინტერესებთან დაკავშირებულ ღონისძიებებში მონაწილეობისთვის.”– წერს სააკაშვილი.
ნიკოლა სარკოზი იყო ის პრეზიდენტი, ვისი შუამავლობითაც აგვისტოს ომის დროს 6 პუნქტიან შეთანხმებას მოეწერა ხელი.