თელავში ქვემეხებიდან გასროლის გამო სახლის შუშები ჩაიმსხვრა

თელავში ქვემეხებიდან გასროლის გამო სახლის შუშები ჩაიმსხვრა

თელავში ინაუგურაციის რეპეტიციის მიმდინარეობისას ინცინდენტი მოხდა.

მას შემდეგ, რაც ქვემეხებიდან ისროლეს, ბიძგებმა სოფელ კურდღელაურში რამდენიმე ადგილობრივი დააზარალა - ჩაიმსხვრა სამზე მეტი საცხოვრებელი სახლის შუშები.

ადგილობრივების თქმით, ძლიერი ხმა დაახლოებით 4 საათისთვის გაისმა, რასაც ბიძგები მოჰყვა.

სროლამ მოსახლეობაში მცირე პანიკაც გამოიწვია.