სოლომონ ნერგაძე:

სოლომონ ნერგაძე: "ევროპაში ქალს მეტად უსმენენ და თავს არ ესხმიან"

"საქართველოს პირველი პრეზიდენტი ქალი ჰყავს და ეს ძალიან კარგია. ქალი კი ყოველთვის მშვიდობის მომტანია"- ასე ეხმაურება სალომე ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებას პავიას (იტალია) უნივერსიტეტის პროფესორი სოლომონ ნერგაძე.

"სალომე ზურაბიშვილს 2005 წელს შევხვდი რომში, საქართველოს მაშინდელი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად, ერთი საათი ვისაუბრეთ, საოცარი შთაბეჭდილება დატოვა. საქართველოში მიმდინარე არჩევნებს გულისყურით ვადევნებდი თვალს და ძალიან არ მომწონდა საზოგადოების ასეთი პოლარიზება.

ქალბატონი სალომეს საარჩევნო კამპანია ნამდვილად ევროპულ სტილში წარიმართა; არ ჰქონია ზიზიღი და სიძულვილი, თავს არ დასხმია მოწინააღმდეგეებს, მიუხედავად იმისა, რომ იყო მუქარები მისი ოჯახის მიმართ.

რაც შეეხება, მის შემდგომ მოღვაწეობას, ის გამოცდილება რომელიც მან მიიღო ევროპაში, დიპლომატიურ სამსახურში, ბევრ სიკეთეს მოუტანს ჩვენს სამშობლოს, ევროპაში ქალს მეტად უსმენენ და თავს არ ესხმიან.

ქვეყნის შიგნით კი დარწმუნებული ვარ იგი შეძლებს პოლარიზებული საზოგადოების გაერთიანებს.

მე როგორც უცხოეთში მცხოვრები ქართველი, დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ქალბატონ სალომეს ემიგრანეტების შესახებ მიღებულ კანონპროექტთან დაკავშირებით. შეიძლება აქ მოქალაქეობაც გქონდეს, მაგრამ ჩვენ მაინც საქართველოში უნდადავბრუნდეთ, დღეს ამის საშუალება ქართველ ემიგრანტს აქვს"-განაცხადა "რეზონანსთან" სოლომონ ნერგაძემ.