გიორგი მარგველაშვილი ისტორიაში შევა არა როგორც "გიორგი ბრწყინვალე" ან "ავ-გიორგი", არამედ როგორც "გიორგი უცნაური", - ამის შესახებ მოძრაობა „შენების" ლიდერმა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა.
„გიორგი მარგველაშვილს ძალიან რთულ პერიოდში მოუწია პრეზიდენტობა. 2012 წლის ცვლილება არ იყო ძალიან მარტივი. მისი გაპრეზიდენტებიდან 2-3 კვირის განმავლობაში განვითარდა უკიდურესად დამაზიანებელი მოვლენები სახელისუფლებო გუნდში, რამაც მის პრეზიდენტობას დიდი დაღი დაასვა. გარდა ამისა, სწორედ მისი პრეზიდენტობისას მოხდა ამ ინსტიტუტის თვისობრივი ცვლილება და ტრანსფორმაცია, რისი აღქმაც საკმაოდ რთული აღმოჩნდა საზოგადოებისთვისაც და პოლიტიკური სპექტრისთვისაც.
მარგველაშვილი, როგორც ქართული სახელმწიფოს მეთაური, ისტორიაში შევა არა როგორც "გიორგი ბრწყინვალე" ან "ავ-გიორგი", არამედ როგორც "გიორგი უცნაური" - განაცხადა უსუფაშვილმა „ინტერპრესნიუთან".