ზურაბიშვილმა თელავში რეპეტიცია გაიარა და ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა

ზურაბიშვილმა თელავში რეპეტიცია გაიარა და ტერიტორია უკომენტაროდ დატოვა

სალომე ზურაბიშვილი თელავში, ერეკლე მეფის სასახლეში იმყოფებოდა. ზურაბიშვილი ინაუგურაციასთან დაკავშირებულ რეპეტიციას დაესწრო, სადაც მომზადებას გადიან შეიარაღებული ძალების დანაყოფები. ზურაბიშვილმა ბატონის ციხე ცოტა ხნის წინ დატოვა. მან ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთა.

სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში 16 დეკემბერს იმართება.