რუსთავის საქალაქო სასამართლოში ზაზა სარალიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა დასრულდა. მოსამართლემ დაცვისა და ბრალდების მხარის შუამდგომლობები მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე არ დააკმაყოფილა და საქმე არსებით განხილვაზე გადასცა. საქმეზე არსებითი სხდომა 25 დეკემბერს ჩატარდება.
„ერთადერთი მოლოდინი მაქვს, რომ ჩემი შვილის მკვლელები დაისაჯონ, ჩემზე რას გადაწყვეტს პროკურატურა და ხელისუფლება არ მაინტერესებს. რაც შეეხება სამართალდამცავებთან მომხდარი ინციდენტის ბრალდებას, რა თქმა უნდა, არ ვეთანხმები, რადგან თავად მათი მხრიდან იყო პროვოკაცია მოწყობილი", - განაცხადა რუსთავის საქალაქო სასამართლოში სხდომის დასრულების შემდეგ ზაზა სარალიძემ.
რუსთაველის გამზირზე ზაზა სარალიძესა და სამართალდამცავებს შორის მომხდარი ინციდენტზე გამოძიებას ქვემო ქართლის პროკურატურა აწარმოებს, სასამართლო პროცესი კი რუსთავის საქალაქო სასამართლოში ტარდება.