ბავშვებზე მოძალადეები გლდანში გამოჩნდნენ:

ბავშვებზე მოძალადეები გლდანში გამოჩნდნენ: "პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა"

თბილისში, გლდანში მე-7 მიკრორაიონში 30 წლამდე მამაკაცმა არასრულწლოვნების გატაცება და მათზე ძალადობა რამდენჯერმე სცადა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია.

7 წლის გოგონას თქმით, აღნიშნულმა პირმა საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში შეიტყუა და მასზე ძალადობა სცადა.

„30 წლამდე იყო ბიჭი. შევედი, შემომყვა, პირზე ხელი ამაფარა და კედელზე ამაყუდა. დავიყვირე, დედა, მიშველე-თქო, თან ამ ბიჭს დავარტყი" - აღნიშნა ერთ-ერთმა გოგონამ.

საქმეზე დაწყებულია გამოძიება და ამოღებულია სათვალთვალო კამერები.