თეა წულუკიანმა საგანგებო ბრიფინგი გამართა, სადაც განაცხადა, რომ რამდენიმე ხნის წინ უწყებთაშორის კომისიას მიაწოდა ინფორმაცია "ქართული ოცნების" ნაძალადევის რაიონის ლოტკინის შტაბის ახალი წევრის, ყოფილი პატიმრის, ალექსანდრე უსოევისა და მისი მეუღლის მაია მანზოევას შესახებ.
როგორც თქვენთვის ცნობილია უსოევმა დღეს ბრიფინგზე ღიად ისაუბრა ციხეში წამების ფაქტების შესახებ. უწყებათაშორის კომისიას ვთხოვე, მოახდინონ ამ ოჯახის კონტროლზე აყვანა, რათა მათზე შურისძიება ვერ განხორციელდეს.