რამდენიმე დღის წინ ავსტრალიურ მას-მედიაში საინტერესო ინფორმაცია გავრცელდა.
ცნობილი მომღერალი კაილი მინოუგის პირველმა შეყვარებულმა ჯეისონ დონოვანმა წარსული გაიხსენა. ჯეისონი მსახიობი გახლდათ და მომღერალი წინა საუკუნის 80-იან წლებში, სერიალი „მეგობრების“ გადაღებაზე გაიცნო.
„კაილი დილიდან ღამემდე მირეკავდა. ის ძალიან აქტიური იყო, მე კი, ცოტა არ იყოს, ვმორცხვობდი. ჩვენ პირველი ღამე სიდნეის ერთ-ერთ სასტუმროში გავატარეთ. მე და კაილის გამოცდილება გვაკლდა და საერთო ძალებით ვეცნობოდით ჩვენთვის საინტერესო ახალ ცხოვრებას.“ - გაიხსენა ჯეისონ დონოვანმა.
მაგრამ უკვე რამდენიმე თვის შემდეგ მინოუგმა შეყვარებულს ტელეფონით აცნობა, რომ შორდება მას ჯგუფი „INXS”-ის როკ-ვარსკვლავი მაიკლ ჰატჩენსის გამო.
„გაოგნებული ვიყავი, კაილი ჩემი პირველი სიყვარული იყო და დღემდე ვერ შევძელი მისი დავიწყება.“ - აღიარა ჯეისონ დონოვანმა.
ბედმა შემდგომში რამდენჯერმე შეახვედრა დონოვანი და ჰატჩენსი. ის იხსენებს, როგორ გაუჭირდა თავის შეკავება, რომ მუშტებით არ დასხმოდა მეტოქეს სუპერმოდელ ქეით მოსის 21-ე დაბადების დღეზე, ლოს-ანჯელესში.
ერთმანეთთან ისინი მხოლოდ ჰატჩენსის თვითმკვლელობამ შეარიგა.