რამდენიმე დღის წინ ამერიკულმა გამოცემამ „Billboard” თანამედროვე შოუ-ბიზნესის ყველაზე გავლენიანი ახალგაზრდა მომღერლების ჩამონათვალი გამოაქვეყნა.
ამ სიის სათავეში 18 წლის კანადელი ჯასტინ ბიბერი მოექცა.
მეორე საფეხური ჯგუფმა „One Direction” დაიკავა, რომლის წევრების საშუალო ასაკი 18-დან 20 წლამდე მერყეობს.
მესამე ადგილზე 20 წლის ამერიკელი მომღერალი დემი ლოვატო აღმოჩნდა.
ზემოთ დასახელებული მუსიკოსების გარდა, პირველ ათეულში მოხვდნენ სკოტი მაკკრირი, მაკ მილერი, სელენა გომესი, პორტერ რობინსონი, შერ ლოიდი, ერლ სვიტსირტი და ნიკ ჯონასი.