საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში

საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" პრესკონფერენცია გაიმართება

24 აპრილს, 14:00 საათზე, საგამოფენო ცენტრ „ექსპო ჯორჯიაში" თბილისის თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობასთან დაკავშირებით პრესკონფერენცია გაიმართება.

თანამედროვე ხელოვნების საერთაშორისო ბაზრობა (TAF) თბილისში პირველად, 17-20 მაისს ჩატარდება და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის ოცდახუთზე მეტ გალერეასა და ოცდათხუთმეტამდე დამოუკიდებელ ხელოვანს გააერთიანებს.

პროექტის ოფიციალური მხარდამჭერია თიბისი სტატუსი.

გთხოვთ, მობრძანდეთ.

მისამართი: საგამოფენო ცენტრი „ექსპო ჯორჯია", მესამე პავილიონი, წერეთლის გამზ. 118.