ხელშეკრულება რკინიგზასა და კომპანია ,,გრატოს“ შორის დღეს ოფიციალურად გაფორმდა. დოკუმენტის თანახმად, კომპანია ვალდებულებას იღებს, რომ ათი თვის განმავლობაში რკინიგზის სადგურებში, ბაზებზე, გვირაბებსა და ხიდებზე ამერიკული კომპანია Cree-ს მიერ წარმოებულ ენერგოეფექტურ სანათებს დაამონტაჟებს.
ახალი პროექტის ფარგლებში, საქართველოს რკინიგზა დაზოგავს ელექტროენერგიას, მიიღებს თანამედროვე ტიპის განათებასა და ეკოლოგიურად სუფთა სანათებს.