2 მარტს, 18:00 საათზე, თიბისი არტ გალერეაში გამოფენა „ფოტოგრამა - ფოტოგრაფია კამერის გარეშე 1842/2018 " გაიხსნება.
ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ფოტოხელოვანების, გიორგი ინდუაშვილისა და საბა შენგელიას ნამუშევრები, რომლებიც ფოტოგრამის ტექნიკითაა შესრულებული.
ფოტოგრამა ფოტოგრაფიული გამოსახულებაა, რომელიც კამერის გარეშე, შუქმგრძნობიარე ზედაპირზე საგნების განლაგებითა და სინათლის წყაროს მიმართვით მიიღება.
დასწრება თავისუფალია
გთხოვთ, გვეწვიოთ!
მისამართი: მარჯანიშვილის 7, თიბისი ბანკის სათავო ოფისი, თიბისი არტ გალერეა (მე-3 სართული)