ბრიტანული გამოცემა „The Mail on Sunday”-ის მტკიცებით, ცნობილ ამერიკელ მსახიობ ტომ კრუზს დიდი საფრთხე ემუქრება.
ბოლო პერიოდში მსახიობი ჯგუფი „Anonymous”-ის წევრებისგან მუქარის წერილებს იღებს. ამ ორგანიზაციამ საიენტოლოგიის წინააღმდეგ მებრძოლად გამოაცხადა თავი.
კრუზმა საქმის კურსში აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიურო უკვე ჩააყენა. ამ დაწესებულებამ მას გაძლიერებული დაცვა უკვე გამოუყო.
მსახიობმა სპეციალური დაჯავშნული ავტომობილით გადაადგილება დაიწყო. ამის გარდა 5 მილიონ დოლარად შეფასებული მიწისქვეშა ბუნკერის მშენებლობაც წამოიწყო.