ჯონ ლენონის ახალი აღიარება

ჯონ ლენონის ახალი აღიარება

მიმდინარე წელს პოპულარულ ბრიტანულ მუსიკალურ გამოცემას „New Musical Express” დაარსებიდან 60 წელი უსრულდება.

საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ჟურნალმა საკუთარ მკითხველებს შორის სპეციალური გამოკითხვა ჩაატარა და ბოლო 60 წლის განმავლობაში მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსის ვინაობა დაადგინა.

გამოკითხვა მიმდინარე წლის მარტიდან სექტემბრამდე ჩატარდა. მასში მონაწილეობა 160 ათასმა ადამიანმა მიიღო. მათი უმეტესობა ბრიტანელი გახლდათ და პირველ ათეულში ძირითადად თანამემამულე მუსიკოსები გაიყვანეს.

რეიტინგის სათავეში დიდი უპირატესობით ჯონ ლენონი მოექცა. მეორე პოზიციაზე ლიამ გალაჰერი აღმოჩნდა, მესამეზე კი დევიდ ბოუი.

საუკეთესოთა პირველი ათეული შემდეგნაირად გამოიყურება.

ჯონ ლენონი

ლიამ გალაჰერი

დევიდ ბოუი

ალექს ტერნერი

კურტ კობეინი

ემი ვაინჰაუსი

ჯიმი ჰენდრიქსი

მორისი

ნოელ გალაჰერი

იან კერტისი